ახალი ამბები
გორში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს - დაჭრილია ერთი
გორში სადგურის დასახლებაში მკვლელობა მოხდა.

შემთხვევა დღეს საღამოს დაახლოებით 17 საათზე მოხდა.

მოკლულია ერთი ახალგაზრდა, დაჭრილია - ერთი.

შს სამხარეო პოლიციის უფროსის, ვალერიან თელიას განცხადებით, ინფორმაციას პრესსამსახური გაავრცელებს.

საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს როგორც ბენზინგასამართ სადგურთან, ასევე ამავე დასახლებაში მდებარე პროფილაქტიკაში. ექსპერტ-კრიმინალისტებმა 18 ტყვია და მასრა იპოვეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები