ახალი ამბები
უფლისციხესთან მისასვლელი ალტერნატიული გზა მოასფალტდა
უფლისციხესთან მისასვლელი ის ალტერნატიული გზა მოასფალტდა, რომელსაც ტურისტებს თანამგზავრი უჩვენებდა.

როგორც გასულ წლებში ვწერდით, ისტორიულ ციხე-ქალაქ უფლისციხისკენ მიმავალ ტურისტებს ხშირად გზა ეროდათ. მუზეუმში მისასვლელად ისინი სოფელ ქვახვრელის სასაფლაოს გვერდით არსებულ გზით სარგებლობდნენ.

ამის მიზეზი GPS სისტემის მიერ არასწორად ნაჩვენები კოორდინატებია. ამ სისტემის წყალობით უცხოეული ტურისტები ციხე-ქალაქამდე ალტერნატიული გზით მიდიოდნენ, რომელიც ძლიერ დაზიანებული იყო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები