ახალი ამბები
მედიისა და სამოქალაქო სექტორის პროტესტი რუსული კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენის პარალელურად
დღეს, 2 მარტს პარლამენტში "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტების საკომიტეტო განხილვა მიმდინარეობს. პარალელურად მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავენ.

ჟურნალისტებს და სამოქალაქო სექტორს სხდომაზე დასწრების უფლებას არ აძლევენ.

„ხალხის ძალამ“ პირველი კანონპროექტი 14 თებერვალს დააინიცირა. დოკუმენტის მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება „უცხოური გავლენის აგენტების“ რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია საშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები.

ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან. კანონპროექტს მხარს „ქართული ოცნების“ დეპუტატები უჭერენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები