ახალი ამბები
,,აღნიშნულ ბრძოლაში'' - რას გვამცნობს ახალი მემორიალური დაფა ოსიაურში
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის ტერიტორიაზე მემორიალური დაფა განთავსდა.

დაფაზე წერია, რომ ,,1921 წლის 4-6 მარტს ქართულმა არმიამ განახორციელა კონტრშეტევა წითელი არმიის წინააღმდეგ.''

ასევე -  ,,აღნიშნულ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა 120 ჯარისკაცი''.

ამ წარწერის მიხედვით, არ ჩანს, რეალურად რა ხდებოდა იმ პერიოდში ხაშურთან და რა იგულისხმება ,,აღნიშნულ ბრძოლაში''

ამის თაობაზე, სპეციალური ნაშრომი დაწერილი აქვს ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელს, თამაზ ლაცაბიძეს.

1921 წლის 25 თებერვალს თბილისი რუსეთის წითელი არმიის ნაწილებმა დაიკავა. ქართულმა შენაერთებმა უკან დაიხიეს, ჯერ მცხეთისკენ, შემდეგ გორისკენ და ბოლოს ხაშურში მოიყარეს თავი.

საბჭოთა რუსეთისა და საქართველოს საჯარისო ნაწილებს შორის ერთ-ერთი უკანასკნელი ბრძოლა ხაშურის მისადგომებთან, ოსიაურთან გაიმართა.

ამ ბრძოლამ საბოლოოდ გადაწყვიტა დემოკრატიული საქართველოს სამწლიანი ისტორიის ბედი. საბჭოთა რუსეთს ამის შემდეგ შესაძლებლობა მიეცა, თითქმის უბრძოლველად დაეპყრო მთელი საქართველო.

ხაშურის მისადგომებთან, ოსიაურთან გამართულ ბრძოლას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართულ მემუარულ ლიტერატურაში.

იხ. ამავე თემაზე

ხაშურის მისადგომებთან - 1921 წლის 25 თებერვლის ოკუპაციის მომდევნო დღეები
Print

სტატიის გამოყენების პირობები