ახალი ამბები
გორის ბულვარის მშენებლობის ადგილზე მდინარე ადიდებას
გორში მშენებარე ბულვარის ადგილზე წყალი გროვდება. ამის გამო, ტექნიკამ არხის გაჭრა დაიწყო, რათა კალაპოტში შეყვანილი ტექნიკა წყლით არ დაიფაროს.

მშენებლობის დასაწყისში მტკვარს კალაპოტი შეუცვალეს და ტექნიკა შეიყვანეს. ახლა მტკვარი დიდდება და ცდილობს ძველ კალაპოტს დაუბრუნდეს.

2022 წლის 30 ნოემბერს გორის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მდინარე მტკვრის კალაპოტში, ძველი ხიდიდან ახალბაღამდე ტერიტორიამდე, რკინა ბეტონის საყრდენი კედლის მოეწყობა დაიწყო.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 651 650 ლარია.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის შეცვლა, დასუფთავებისა და მიწის მოჭრის სამუშაოები. სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება 214 მეტრიანი ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა. პროექტის მიხედვით, ნაპირსამაგრ კედელზე დაგეგმილია მოაჯირების მოწყობაც.

პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება.

გორის მუნიციპალიტეტის მერია ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობის შემდეგ, ძველი ხიდიდან ახალბაღამდე (გორიინამდე) ბულვარის მოწყობას გეგმავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები