ახალი ამბები
ზემო ხვედურეთში მთავარ გზაზე თვითნებურად განათავსეს ბეტონის ,,ბუგაროვკები''
ზემო ხვედურეთში 5 ადგილზე ბეტონისგან დამზადებული ,,მწოლიარე პოლიციელი'' განათავსეს.

კუსტარულად დამზადებული, ბეტონის ,,მწოლიარე პოლიციელები'' თავად მოსახლეობამ გააკეთა. 

მძღოლები ბეტონისა და ასფალტის ფერებს ერთმანეთისგან ვერ განასხვავებენ, რის გამოც, ავტომანქანები ზიანდება, ხოლო ხშირ შემთხვევაში საავარიო სიტუაცია იქმნება.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ხელოვნური ბარიერები მოსახლეობამ თავად დაამონტაჟა, რადგან გზა წარმოადგენს ცენტრალურ მაგისტრარლს (სარაიონოთაშორისო), რის გამოც, გადატვირთულია მოძრაობა, ხოლო ავტომანქანები გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობენ.

,,გვირჩევნია, ასე იყოს, რადგან ბავშვები გვყავს, ხალხი ცხოვრობს, მანქანები კი გიჟებივით დადიან'' - აცხადებენ ადგილობრივები.

ქარელის მერიაში აცხადებენ, რომ ისინი ზემო ხვედურეთში კუსტარულად დამზადებულ ბარიერებს ვერ მოხსნიან, რადგან გზა საგზაო დეპარტამენტს ეკუთვნის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები