ახალი ამბები
3 არასრულწლოვანი, რომელიც გორში ბენზინგასამართ სადგურის ყაჩაღობაში ამხილეს, ათას-ათასი ლარით დააჯარიმეს
გორში ბენზინგასამართ სადგურზე თავდასხმაში მხილებული არასრუწლოვნები 1000-1000 ლარით დააჯარიმეს.

ამ გადაწყვეტილებით სასამართლო განხილვა დასრულდა. 2-წლიანი განხილვის შედეგად, სამივე ახალგაზრდა ჯამში 3000 ლარს გადაიხდის. თავდაპირველად მოზარდებს 2-2 წლით პირობითი მსჯავრი ჰქონდათ დაკისრებული.

დანაშაული გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ხ-ში მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, 3 არასრულწლოვანი დანის გამოყენებით თავს დაესხნენ ბენზინგასამართ სადგურს, ოპერატორს თანხა მოსთხოვეს. ბენზინგასამართ სადგურზე თავდასხმა ღამის პირველის ნახევარზე მოხდა.

არასრულწლოვნებმა 380 ლარი და სამსუნგის ტელეფონი გაიტაცეს.

სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მოზარდების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რადგან აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობას.

ფოტო: ,,თრიალეთი''

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები