ახალი ამბები
გორის ,,ივერიონი'' საქართველოს სუპერლიგის ფინალისტი გახდა
გორის ,,ივერიონი'' საქართველოს სუპერლიგის ფინალისტი გახდა.

მათ გუშინ 79:67 დაამარცხეს ,,გთუნი'' (გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის გუნდი).

ამ გამარჯვების შემდეგ, ფინალში ,,ივერიონი'' ტყიბულის ,,ორბს'' დაუპირისპირდება.

,,ივერიონსის'' მწვრთნელია დიმიტრი ჯაკობოვი.

ზვიად ინაური, იოსებ ხაჩიური, ილია ჯოლბორდი, გია ქერდიყოშვილი, ზურაბ ლეკიშვილი, ბექა ტატალაშვილი - ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც 3 თვის წინ, 2021 წლის 24 აგვისტოს საკალათბურთო გუნდი ,,ივერიონი - გორი'' დააფუძნეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები