ახალი ამბები
დე-ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები განახორციელა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მინისტრთა კაბინეტმა ახალგორის ადმინისტრაციაში საკადო ცვლილებები განახორციელა.

კაბინეტმა რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ელდარ ახმედოვი დაამტკიცა.

მანამდე აღნიშნულ პოსტს ვადიმ ბიჩენოვი იკავებდა.

ახმედოვი 2004 - 2018 წწ სწავლობდა რუსეთში, 2001–2010 წწ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში მსახურობდა.

2006 წლიდან დღემდე ვლადიკავკაზის ახალგაზრდულ სპორტულ სკოლის მწვრთნელია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები