ახალი ამბები
კასპის სოფელ სასირეთის ბაღებში ხანძარი გაჩნდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთის ბაღებში ხანძარი გაჩნდა.

ქარიანი ამინდის გამო, საფრთხე დასახლებას შეექმნა.

ცეცხლი იმ ადგილებში გაჩნდა, რომლის სიახლოვეს საცხოვრებელი სახლები დგას.

ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის ორი ეკიპაჟი გამოიძახეს. როგორც მეხანძრეები აცხადებდნენ, ხანძარი დაახლოებით 1 ჰა-ზე გავრცელდა.

ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები