ახალი ამბები
4 აპრილს შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოში ლეკვების გაჩუქების აქცია გაიმართება
4 აპრილს შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოში ლეკვების გაჩუქების აქცია გაიმართება

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს ადმინისტრაცია ავრცელებს.

ღონისძიება 13 საათზე დაიწყება და ის მიუსაფარ ცხოველთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნება.

,,ეს დღე მიუსაფარი ქუჩის ცხოველების თანაგრძნობის, მზრუნველობისა და დახმარების დღეა. ტრადიციულად ამ დღესთან დაკავშირებით ა(ა)იპ შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო ხვალ 13:00 საათზე ცხოველების მოყვარულ საზოგადოებას სააგენტოში ვეპატიჟებით, სადაც მოეწყობა ლეკვების გაჩუქების აქცია. მსურველებს ეს დღე სააგენტოს ბინადრებთან ერთად შეუძლიათ გაატარონ.'' - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - 599 41 45 49; (10:00 საათიდან 19:00 საათამდე); მისამართი: გორი, შინდისის გზატკეცილი მე-2-ე კილომეტრი.

,,მოგმართავთ თხოვნით! მიუსაფარ ცხოველებისადმი გამოიჩინოთ ჰუმანური დამოკიდებულება, იზრუნოთ მათზე, მისცეთ თავშესაფარი და დაეხმაროთ შეძლებისდაგვარად! ჩვენი პატარა ბინადრები ელოდებიან თბილ და მოსიყვარულე პატრონებს ყველა მათგანს დაუფინანსდება სტერილიზაცია/კასტრაცია.'' - ვკითხულობთ მიმართვალში.

მიუსაფარ ცხოველთა საერთაშორისო დღე, მსოფლიოში, 2011 წლის 4 აპრილიდან  აღინიშნება. ეს დღე  ქუჩის ცხოველებისადმი თანაგრძნობის, მზრუნველობისა და დახმარების გამოხატვის დღეა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები