ახალი ამბები
გორის პარკინგის თანამშრომლები მძღოლებს აფრთხილებენ, რომ ჯარიმის ოდენობა მალე 50 ლარამდე გაიზრდება
გორის პარკინგის თანამშრომლები მძღოლებს აფრთხილებენ, რომ ჯარიმის ოდენობა მალე გორშიც 50 ლარამდე გაიზრდება.

დღეს არსებული წესით, ჯარიმა 10 ლარია.

თუ საიდან აქვს ეს ინფორმაცია პარკინგის სამსახურს, ამის შესახებ გორის პარკირების სამსახურს დავუკავშირდით:

,,ამ ეტაპზე უცნობია, როდის მოხდება ეს. როგორც იცით, თბილისში უკვე გაიზარდა ჯარიმა. შემდეგ ამ ინიციატივებს რეგიონებსაც გადასცემენ ხოლმე. არ ვიცით, როდის მოხდება ჩვენთან'' - გვითხრეს გორის პარკირების სამსახურში.

ჯარიმის წესს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს. ცვლილებები თბილისისთვის თბილისის მერიამ მოამზადა.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებაში 2018 წლის შემდეგ, ცვლილება არ შესულა.

რაც შეეხება საფასურს, აქაც ამ ეტაპზე ცვლილებები არაა. გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური დროის მონაკვეთის მიხედვით, ასეთია:

1 დღე – 1 ლარი; 1 თვე – 10 ლარი; 3 თვე – 15 ლარი; 6 თვე – 25 ლარი; 1 წელი – 40 ლარი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები