ახალი ამბები
გორში ჭალის დასახლებაში სკვერიდან საქანელები მოიპარეს
გორში ჭალის დასახლებაში სკვერიდან საქანელები მოიპარეს

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

,,ჩამოხსნილია საქანელები ჭალის დასახლებაში არსებულ სკვერში. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. ქალაქის მასშტაბით არაერთხელ დაფიქსირდა ატრაქციონების, მწვანე ნარგავების, სკამების, ლამპიონებისა და სხვა ინვენტარის დაზიანების ფაქტი'' - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

მანამდე, სკვერის დაზიანების შესახებ, კიდევ ერთი ფაქტი დადასტურდა. უცნობმა პირებმა სანაპიროზე ახალი დამონტაჟებული სკამი დაამტვრიეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები