ახალი ამბები
ვარიანის მუზეუმის წყაროებში კალმახი დაიღუპა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის წყაროებში კალმახი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას მუზეუმის დირექტორი ნათია ადუაშვილი ავრცელებს

მისი განცხადებით, წყაროებში მოსახლეობა სარეცხს რეცხავს და მოუწოდებს მათ, რომ შეწყვიტონ ეს ქმედება.

ნათია ადუაშვილს მაგალითისთვის მოყავს იაგობ გოგებაშვილის მოგონებებიდან ის მონაკვეთი, სადაც სწორედ ამ წყაროებზეა საუბარი:

,,ჩვენს სოფელს ვარიანი ჰქვიან, მცხოვრებნი სულ გლეხები არიან, ას კომლამდე იქნებიან.ახლომახლო ცხოვრობენ....შიგ შუა სოფელში აშენებულია ქვიტკირის საყდარი ღვთისმშობლის სახელობაზე.საყდარს ზევით და ქვევით ამოჩუხჩუხებს მიწიდან ორი ვეებერთელა წყარო.ეს წყაროები ქვემოთ ერთდება და აჩენს მოზრდილ ფშანსა.ამ ფშანში ბევრი თევზი ბუდობს, მათ შორის კალმახიც, ყველა თევზზე გემრიელი."-ეს სიტყვები იაკობმა დაწერა თავის მოთხრობაში ,,ჩვენი სოფელი".

ნათია ადუაშვილი ადგილობრივ მეკალმახეებს დახმარებას სთხოვს:

,,კალმახი დღესაც ბუდობს მუზეუმის წყაროებში და ალამაზებენ იაკობის სახლ-მუზეუმს.თუმცა გაურკვეველი ვითარების გამო ბევრი კალმახი დაგვეღუპა. ამიტომ ჩვენ ბიზნესმენ მეკალმახეებს გთხოვთ შემიგვწოროთ თევზები.ოქროსფერები თუ იქნება უკეთესია.წინასწარ მადლობას გიხდით.
( მოსახლეობას კი ვაფრთხილებს აღნიშნულ წყაროებში სარეცხის დარეცხვისაგან თავი შეიკავოთ)."- აცხადებს დირექტორი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები