ახალი ამბები
კავთისხევსა და ურბნისის სიახლოვეს მტკვარში 100-მდე ,,ოჩხი'' იპოვეს
კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, 100-მდე ოჩხი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია ,,მოძრაობა ბრაკონიერების წინააღმდეგ'' ავრცელებს.

მოძრაობის ცნობით, ოჩხები მდინარის სანაპიროზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნახეს.

როგორც ორგანიზაციის გვერდიდან ხდება ცნობილი, გარემოსდაცვითი ზედამხვედლობის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

ოჩხები, რომელსაც ,,თევზების სასაფლაოს'' უწოდებენ, მდინარეში საბურავებისგან იყო გაკეთებული. ამ მოწყობილობით თევზები მახეში ებმებიან, ყველას დაჭერა ვერ ხერხდება, შემდეგ კი იხოცებიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები