ახალი ამბები
1 მილიონი ლარი ახალგაზრდების დასაქმებისთვის - იდეების კონკურსი გამოცხადდა
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ახალგაზრდული იდეების კონკურსის ვადა 18 მარტს იწურება.

ამის შესახებ ინფორმაციას სპორტისა და ახალგაზრობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


კონკურსის მთავარი მიზანი ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა, სხვადასხვა თემაზე პროექტების დაფინანსება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობაა. მისი ბიუჯეტი 1 მილიონი ლარია.


კონკურსში მონაწილეობის მიღება ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთარ იდეებს წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად წარადგენენ.


შესულ პროექტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბირო განიხილავს და  გამარჯვებულებს გამოავლენს.


ახალგაზრდული იდეების კონკურსის პროგრამული მიმართულებებია:
ა) დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლება;
ბ) ცხოვრების ჯანსაღი წესი და მასობრივი სპორტი;
გ) სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა;
დ) ინოვაციებისა და ტექნოლოგიური გამოგონებების ხელშეწყობა (ახალგაზრდებში ინოვაციებისა და სტარტ-აპ ტექნოლოგიური გამოგონებების მხარდაჭერის პრიორიტეტი);


უპირატესობა მიენიჭება
რეგიონიდან შემოსულ პროექტებს, აგრეთვე მაღალმთიანი (საქართველოს კანონით „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ'') და კომპაქტურად დასახლებული რეგიონებიდან წარმოდგენილ პროექტებს;


დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამების კოორდინატორებს:


პროგრამა N1. დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლება
ავთანდილ ხანთაძე (პროგრამის ოფიცერი) - 599423004; a.khantadze@fondi.gov.geThis e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it


პროგრამა N2. ცხოვრების ჯანსაღი წესი და მასობრივი სპორტი
ბერდია ჩანქსელიანი (პროგრამის ოფიცერი) - 598114141; b.chankseliani@fondi.gov.geThis e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it


პროგრამა N3. სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა
ილია ჩხეიძე (პროგრამის ოფიცერი) - 577950057; i.chkheidze@fondi.gov.geThis e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it


პროგრამა N4. ინოვაციებისა და სტარტ-აპ ტექნოლოგიური გამოგონებების მხარდაჭერა


ანა გარაყანიძე (პროგრამის ოფიცერი) - 577739972; a.garakanidze@fondi.gov.geThis e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
Print

სტატიის გამოყენების პირობები