ახალი ამბები
დოესი-გრაკლის სარწყავი არხი, რომელიც სათავეს გორიდან იღებს
ასე გამოიყურება სარწყავი არხი, რომელიც სათავეს გორიდან იღებს და კასპის რაიონის სოფლებისკენ, ბუნებრივად მოედინება.

სარწყავი არხი სათავეს შპალსაჟღენთი ქარხნის ტერიტორიის სიახლოვეს იღებს, შემდეგ მიუყვება მტკვრის სანაპიროს, ასევე გვერდს უვლის სოფელ ხიდისთავს, აზნეფთის დასახლებასთან კი ცენტრალურ, სარაიონოთაშორისო მაგისტრალს კვეთს და ზედაველის მაღლობის გავლით კასპის სოფლებისკენ მიემართება.

დოეს-გრაკალის არხის სიგრძეა 17,2 კმ, ასარწყავებს 1535 ჰექტარ სამეურნეო სავარგულს, დაახლ. 2000 კომლს. გაივლის სოფლებს ქვახვრელს, უფლისციხეს, დოესს, გრაკალს.

ნარჩენები სწორედ აზნეფთის დასახლების სიახლოვეს დაგროვდა. ადგილობრივებმა მილი ნარჩენებისგან გაასუფთავეს. ნარჩენები კი, ადგილზე დარჩა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, მუნიციპალიტეტები პასუხისმგებლები არიან მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებასა და გადამტვირთავ სადგურებამდე ტრანსპორტირებაზე. ხოლო შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია", რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, პასუხისმგებელია არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების და გადამტვირთავი სადგურების მოწყობასა და მართვაზე.

ვარაუდობენ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პლასტმასის ნარჩენები ან მტკვრის წყალს გამოყვა, რასაც ემატება გარემოში ნარჩენების უკონტროლო დაყრა.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მდინარეებისა და წყლის რესურსების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოსთვის აუცილებლად შესასრულებელ ვალდებულებად იქცა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები