ახალი ამბები
ცხინვალსა და ახალგორში ყირიმული ფიჭვის 5 000 ძირი ნერგი დაირგვება
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ცხინვალსა და ახალგორში 5 000 ძირი ყირიმული ფიჭვის ნერგები დაირგვება.

მედიის ცნობით, ნერგები დახმარების სახით, რუსეთიდან, კერძოდ როსტოვის ოლქიდან მიიღეს.

„იმ ნერგების უმეტესობა, რომლებიც ადრე დავრგეთ, კარგად დაფესვიანდა“, - დასძინა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სატყეო დეპარტამენტის უფროსმა.

ყირიმის ფიჭვი არის მარადმწვანე ხე, მიუეკუთვნება ფიჭვისებრთა ოჯახს. სიმაღლე 20-30 მ, ზოგჯერ 45 მ-მდე. ყირიმული ფიჭვის სამშობლოა ყირიმის მთებია. ცოცხლობს 500-600 წელი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები