ახალი ამბები
ხაშურელ მილიონერ ლევან გამრეკელს გორის ხანდაზმულთა სახლი დახმარებას სთხოვს
ხაშურელ მილიონერ ლევან გამრეკელს გორის ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელი დახმარებას სთხოვს. ამის შესახებ ,,შენი თბილი კერას'' ხელმძღვანელი ჟუჟუნა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს.

მასაც სმენია გამრეკელის ქველმოქმედების შესახებ. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხაშური-სურამის ეპისკოპოსმა მილიონერის ქველმოქმედება ფარისევლობად მონათლა, ამ ამბავს ჟუჟუნა წერეთელიც გამოეხმაურა:

,,Ბევრი მსმენია ბატონ ლევანის ქველმოქმედების შესახებ და იმედს ვიტოვებ, რომ იგი დაეხმარება მოხუცთა თავშესაფარს, რომელიც მდებარეობს გორში, სტალინის 3 ნომერში და ძალიან მწირი დაფინანსებით არსებობს, ძირითადად კეთილ ადამიანების შემოწირულობით. Ეკლესიის დაფინანსება მომცა და ხმას არ ამოვიღებდი საერთოდ.'' - წერს ჟუჟუნა წერეთელი.

გამრეკელის ქველმოქმედება ამ ეტაპზე, როგორც ონლაინმედიებში გამოქვეყნებულ სტატიებში წერია, ამ ეტაპზე მხოლოდ ხაშურით შემოიფარგლება. ხაშური-სურამის ეპისკოპოსის ქადაგების მიხედვით, ამის მიზეზი ისაა, რომ გამრეკელს ხაშურის მერობა სურს. იგი ,,ქართული ოცნების'' შემომწირველია და ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები