ახალი ამბები
გორში კომბინატის დასახლებაში ბაგა-ბაღი გაქურდეს
გორში კომბინატის დასახლებაში #15 ბაგა-ბაღი გაქურდეს.

როგორც ბაღის ხელმძღვანელმა qartli.ge-ს განუცხადა, ქურდი შენობაში სავარაუდოდ ფანჯრიდან შევიდა.

კომპიუტერი, ტელევიზორი და მუსიკალური ცენტრი მეორე სართულიდან წაიღეს. პირველ სართულზე არაფერია დაკარგული:

,,დილით როდესაც მოვედი სამსახურში, დარაჯმა მითხრა, რომ ფანჯარა იყო ღია. ჩვენი ფანჯრები მეტალოპლასტმასიისა და როგორც ვვარაუდობთ, ფეხი დაარტყეს და ისე გააღეს. პირველ სართულზე არაფერია წაღებული. ძირითადად, მეორე სართულზე ვიყენებთ. მეორე სართულიდანაა წაღებული ნივთები'' - გვეუბნება ბაღის დირექტორი. 

ფოტო: ტვ მონიტორინგი
Print

სტატიის გამოყენების პირობები