ახალი ამბები
სააღდგომოდ საგუშაგოები გაიხსნება პერევსა და მოსაბრუნში
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ალან გაგლოევის გადაწყვეტილებით, ახალგორისა და ჯავის რაიონის მოსახლეობისთვის საგუშაგოები გაიხსნება.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო რესი ავრცელებს.

გაგლოევის განკარგულებით, საგუშაგოები გაიხსნება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით. კერძოდ, 2023 წლის 14-დან 18 აპრილის ჩათვლით, 08 საათიდან 20:00 საათამდე ჯავისა და ახალგორის რაიონების მცხოვრებლებს უფლება მიეცათ საგუშაგოზე გავლა გამარტივებული წესით.

ამავე წყაროს ცნობით, აღდგომის დღესასწაულზე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ძალოვანი სტრუქტურები გაძლიერებულ რეჟიმში იმუშავებენ.

რაც შეეხება სხვა დღეებს, ალან გაგლოევმა პრეზიდენტად არჩევისთანავე ორივე რაიონის მოსახლეობას უფლება მისცა, რომ ყოველი თვის 20 რიცხვიდან სპეციალური ნებართვით გადაკვეთონ ე.წ. საზღვარი, რაც შესაძლებელია, მხოლოდ, 10 დღის მანძილზე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები