ახალი ამბები
დღეს 17 აპრილს გორში უფასო ტრანსპორტი 09:00 - დან 18:00 საათამდე იმოძრავებს
17 აპრილს, ორშაბათს, მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, მოქალაქეები სასაფლაოს მიმართულებით უფასოდ მგზავრობას ქალაქის ყველა უბნიდან შეძლებენ.

თითოეულ მარშრუტზე ტრანსპორტი ერთსაათიანი ინტერვალით ივლის.

ყველა უბნიდან გამოსული ავტობუსის ბოლო გაჩერების წერტილი სასაფლაოზე არსებული სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორია იქნება.

ტრანსპორტი ქალაქის მასშტაბით მგზავრებს აიყვანს შემდეგ ლოკაციებზე:

ჭალის დასახლება (გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია).

წმინდაწყლის დასახლება (ყიფიანისა და ტყვიავის ქუჩების კვეთა).

კომბინატის დასახლება (კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია).

ვერხვების დასახლება (მამარდაშვილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია).

სადგურის დასახლება (რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია).

ტრანსპორტი უფასოდ 09:00 - დან 18:00 საათამდე იმოძრავებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები