ახალი ამბები
გორში მოქალაქე ჩივის, რომ ხანდაზმულ მშობელს ბინა მოტყუებით სხვაზე გადააფორმებინეს
გორის სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა შვილის მოთხოვნა, რომელიც აცხადებდა, რომ მისი მშობლის ქონება, მოტყუებით სხვამ გაიფორმა.

ამის შესახებ მსჯელობა მოსამართლემ უკვე დაასრულა.

სასამართლოს განმარტებით, ასეთ დროს, მნიშვნელოვანია საჯარო რეესტრის ჩანაწერი, რომელიც ქონების მესაკუთრემ წარადგინა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სახლს ახალი მფლობელი ჰყავს.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერი უტყუარი მტკიცებულებაა.

შვილის განცხადებით, მისმა ხანდაზმულმა მშობელმა მოტყუებით, სხვას გადაუფორმა ბინა. ბინას კი არ თმობს.

,,ბინა მიიღო მშობლის მოტყუების შედეგად, ხანდაზმული ასაკის გამო, ვერ აცნობიერებდა თავის ნამოქმედარს და არ იყო ქმედუნარიანი. სწორედ ასეთ ვითარებაში უკანონოდ მიიღო ქონება.'' - აღნიშნავს შვილი.

სასამართლოს განმარტებით, მოტყუებით ბინის გადაფორმება წარმოადგენს სხვა დავას და შვილს შეუძლია შესაბამის ორგანოებს მიმართოს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები