ახალი ამბები
გორელი მეწარმე და მერის თანაშემწე სლოვაკეთში შშმ პირთა დასაქმების გამოცდილებას ეცნობიან
საზოგადოება ,,ბილიკის" ორგანიზებით, სლოვაკეთში, საქართველოს 6 რეგიონის წარმომადგენლები იმყოფებიან.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მეწარმეებთან ერთად, სლოვაკურ გამოცდილებას ეცნობიან.

გამოცდილება ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა მაგალითად, როგორ დასაქმდნენ შშმ პირები კერძო და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

მაგალითად, თავდაპირველად, გაიცნეს ის ადამიანები, რომლებიც საკონდიტრო წარმოებით არიან დაკავებულები. ისინი თავიანთ ნაწარმს, შემდგომ,  კაფეში ყიდიან.



ასევე, რა საკანონმდებლო ბაზა არსებობს ამისთვის და როგორ უწყობს ხელს ადგილობრივი მთავრობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.

სლოვაკეთში პროექტს ხელმძღვანელობს ორგანიზაცია ,,ტენენეტი".



შიდა ქართლიდან მონაწილეობენ ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი, გორის მერის თანაშემწე ნუცა ხუციშვილი და საწარმო ,,ლიდერის" ხელმძღვანელი ნინო გიორგაძე.

საქართველოდან ჩასულ დელეგაციას ხელმძღვანელობს საზოგადოება ,,ბილიკი " და მისი ხელმძღვანელი მარიკა მღებრიშვილი.

ვიზიტის შესახებ ვრცელ ვიდეომასალას ,,ქართლის ამბები" მოგვიანებით ეემოგთავაზებთ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები