ახალი ამბები
,,წამალი ბავშვებს'' - აქცია თბილისში
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ამ წუთებში კანცელარიასთან საპროტესტო აქციას მართავენ, რომელიც მსვლელობით გაგრძელდება.

აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის შემოტანის მოთხოვნით მშობლები 11 დღეა კანცელარიასთან ღამეს ათევენ.

ორგანიზაციის „პატარა ადამიანები საქართველოდან“ წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ როგორც იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს, ისე აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე მულტიდისციპლინურ ჯგუფის მუშაობაში. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას კომენტარს ავრცელებს.

თამარ გაბუნიას თქმით, სამინისტრო მზად არის, ასევე ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, დაჩქარებულ ვადებში, უზრუნველყოს აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლისა და გაიდლაინების შექმნა.

იხ. უფრო ვრცლად ,,პუბლიკა''
Print

სტატიის გამოყენების პირობები