ახალი ამბები
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი პავლე კაბულოვი 100 წლისაა
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ვანათელი პავლე კაბულოვი 100 წლისაა.

ის ამჟამად ვლადიკავკაზში შვილთან, მამუკა კაბულოვთან ერთად ცხოვრობს.

პავლე კაბულოვი არის ერთადერთი ვეტერანი, რომელიც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქიდანაა და დღემდე ცოცხალია.

პავლე კაბულოვი 1923 წელს პატარა ლიახვის ხეობის სოფელ ორტევში დაიბადა. ომში 1942 წელს წავიდა.

მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის, კავკასიის თავდაცვისთვის. სამხედრო კარიერა სასაზღვრო ჯარში, ჩინეთის საზღვართან დაასრულა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ცხინვალში, 9 მაისის აღლუმი ვეტერანების გარეშე ჩაივლის. ცხინვალის ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ცნობით, ისინი დაუკავშირდნენ კაბულოვების ოჯახს, თუმცა ვერ ახერხებენ ცხინვალში ჩასვლას.

პ.ს. ფოტო გადაღებულია 2021 წელს, როდესაც 98 წლის ასაკში მყოფ პავლე კაბულოვს, კორპუსის ეზოში, სამხედროებმა მცირე მასშტაბის აღლუმი მოუწყეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები