ახალი ამბები
,,დილა'' - ,,ტორპედო'' 5:0
ეროვნული ლიგის მე-11 ტურში გორის ,,დილამ'' ქუთაისის ,,ტორპედოს'' უმასპინძლა.

შეხვედრა გორელების გამარჯვებით - 5:0 დასრულდა.

ანგარიში პირველი ტაიმის დასასრულს რევაზ ჩიტეიშვილმა გახსნა. მეორე გოლი - ნიკა გაგნიძემ. მესამე და მეოთხე გოლი ტიერი გეილის ეკუთვნის, ხოლო მეხუთე გოლი გიორგი ცეცხლაძემ გაიტანა. ეს გოლი ცეცხლაძისთვის სადებიუტოა.

ამ ეტაპზე ,,დილა'' სატურნირო ცხრილის მეხუთე ადგილზეა. ,,ტორპედო'' კი - მეექვსეზე. პირველ ადგილზე ბათუმის დინამოა, შემდეგ მოდის თბილისის დინამო. შემდეგ სამგურალი და საბურთალო.

კრისტალბეტ ეროვნულ ლიგაში მეორე წრე მიმდინარეობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები