ახალი ამბები
კულას წარმომადგენლებმა სვენეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სპორტული ინვენტარი გადასცეს
კომპანია კულას წარმომადგენლებმა სვენეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სპორტული ინვენტარი გადასცეს.

სკოლამ საჩუქრები იმ პროექტის ფარგლებში მიიღო, რომელიც ბიზნეს ფორუმზე წარადგინა. პროექტის სახელწოდებაა "სპორტთან ერთად ვიზრდებით".

ბიზნეს ფორუმზე ამ იდეამ ,,კულას'' დირექტორის ვანო გოგლიძის მოწონება დაიმსახურა და სკოლას დახმარება აღუთქვა.

ახალი სპორტული ინვენტარი მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, რომ განახორციელონ სპორტული აქტივობები და სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა თანაბრად შეძლონ თამაშებში ჩართვა.

სწორედ ამ მიზნით სვენეთის საჯარო სკოლაში შიდა სასკოლო ოლიმპიადა დაარსდა და კლასებს შორის შეჯიბრი მოეწყო. ახლა, მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ აქტიურად მოემზადონ სკოლათაშორისი შეჯიბრებებისთვის.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა, ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა „საზოგადოება ბილიკი“.

პროექტის მიზანია მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.




 

Print

სტატიის გამოყენების პირობები