ახალი ამბები
მოსახლეობა წუხს, რომ ნალექის დროს კასპის სოფლებში ტრანსფორმატორები მწყობრიდან გამოდის
3-დღიანი ნალექის შედეგად კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილი დენის გარეშე დარჩა.

როგორც მეტეხში მცხოვრები, ფოტოგრამი წერს, ასეთი მოულოდნელი სიუპრიზები ხშირია ნალექისა და ქარის დროს.

,,დენი შუადღით ჩაქრა. ხვალ გადაღებაზე მივდივარ და დამჯდარია ტექნიკა. ყველა ქარზე და წვიმაზე ასე ხდება'' - ამბობს ფოტოგრაფი.

როგორც გაირკვა, მეტეხის მსგავსად, ანალოგიური მდგომარეობა ყოფილა მის მეზობელ სოფლებში.

რატომ ითიშება ტრანსორმატორი? ამ საკითხზე ჯერ კიდევ 2012 წელს ,,ნეტგაზეთმა'' ვრცლი მასალა გამოაქვეყნა, თუ რატომ ითიშება წვიმის დროს დენი.

იმ პერიოდში, საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში, ბათუმში, წვიმის დროს, ტრანსფორმატორები ითიშებოდა.

ერთ-ერთი მიზეზი, რაც ტრანსფორმატორების გათიშვას უკავშირდება, არის სიძველე, რადგან სიძველის გამო, წყალი შიგნით აღწევს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები