ახალი ამბები
კასპელი სტუდენტის წარმატების გზა - ლალი ოსიყმიშვილი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ლალი ოსიყმიშვილი ამჟამად დიდი ოთხეულის ერთ-ერთ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში Ernst&Young მუშაობს, სადაც გადის სტაჟირებას და სამომავლო კარიერის გაგრძელებასაც გეგმავს.

ის ბაკალავრიატის IV კურსის სტუდენტია, ფინანსების ინგლისურენოვან პროგრამაზე.

2022 წელს, ხუთ თანაკურსელთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს ბანკისა და TBCS Consulting-ის მიერ ორგანიზებულ კონკურსში, ჰარვარდის ბიზნეს ქეისების ამოხსნის ყველა ეტაპი წარმატებით გადალახეს, დაიკავეს მეორე ადგილი რომლის საპრიზო ფონდიც 6 000 ლარს შეადგენდა.

ოქროს მედალზე დაამთავრა კასპის #1 საჯარო სკოლა. მუნიციპალიტეტში ეროვნულ გამოცდებში ქართულში და ზოგად უნარებში ყველაზე მაღალი ქულის მიღებისთვის მერიისგან გადაეცა ფულადი ჯილდო. 100%-იანი სახელმწიფო გრანტით სწავლა განაგრძო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე, ინგლისურენოვან პროგრამაზე.

უნივერსიტეტში პირველი კურსიდან დღემდე დანიშნული აქვს ყოველთვიური სტიპენდია.

4 წლის განმავლობაში მეხუთედ გახდა კასპის მერიის მიერ დაწესებული პოლკოვნიკ "ტარიელ შარიფაშვილი"-ს სახელობის სტიპენდიის მფლობელი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები