ახალი ამბები
ზნაურის რაიონში ორი ადამიანი ტრაქტორით მდინარეში გადავარდა
ზნაურის რაიონში ორი ადამიანი ტრაქტორით მდინარე ფრონეში გადავარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პრეს-სამსახურის განცხადებით, ტრაქტორს 39 წლის ასაკის მამაკაცი მართავდა, რომელმაც საჭის მართვის დროს კონტროლი დაკარგა.

შემთხვევა სოფელ წორბისის სიახლოვეს მოხდა.

დაშავებულები საავადმყოფოში მოათავსეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები