ახალი ამბები
გორში ტურისტული სეზონი 11 მაისს ,,ერეკლეს აბანოსთან'' გაიხსნება
ტურისტული სეზონი გორის მუნიციპალიტეტში ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნება.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის საინფორმაციო სააგენტო ,,გორის მაცნე'' ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საზეიმო ღონისძიება რუსთაველის ქუჩაზე, - "ერეკლეს აბანოს" მიმდებარე მოედანზე გაიმართება. ორგანიზატორია ტურიზმისა და კულტურის სააგენტო.

როგორც "გორის მაცნესთან" საუბარში განყოფილების ხელმძღვანელმა რობერტ მაღლაკელიძემ განაცხადა, ტურისტული სეზონის გახსნა საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება.

"ამ დღესთან დაკავშირებით, სპეციალურად, საქართველოს ეროვნული მუზეუმში დაცული მეფე ერეკლეს პირადი ნივთები გამოიფინება, ასევე, გაიმართება ბაზრობა კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების ჩართულობით. ღონისძიება დატვირთული იქნება მრავალფეროვანი პროგრამით: გაიმართება კონცერტი საესტრადო და ფოლკლორული ანსამბლების შესრულებით. კუთხეებს თემატიკით - "ერეკლე და ძველი გორი" წარმოადგენენ სკოლებიც", - აღნიშნა რობერტ მაღლაკელიძემ.

ღონისძიება 11 მაისს, 14:00 საათზე დაიწყება.

ამავე თემაზე საინტერსოა:

რატომ აუჯანყდნენ ერეკლე II-ს ქართლში
Print

სტატიის გამოყენების პირობები