ახალი ამბები
გორის მერია უკრაინულ დელეგაციას ელოდება
გორის მერიაში უკრაინულ დელეგაციას ელოდებიან, თუმცა ამ ეტაპზე არ კონკრეტდება, როდის მოხდება ეს.

სავარაუდოდ, 26 მაისს, საქართველოს დემოუკიდებლობის დღეს, გორს როგორც ევროკავშირის, ასევე უკრაინის წარმომადგენლები ეწვევიან.

გორის მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, უკრაინის დროშას, სწორედ, უკრაინული დელეგაციის დასახვედრად ყიდულობენ.

სტუმრების დასახვედრად მატერიალური სამსახური მზადყოფნაშია. 2 და 4 მ-იანი დროშები გამოიფინება შიდა და გარე სივრცეებზე.

ქუჩების მორთულობა საქართველოს მთავრობამ ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაავალა.

რაც შეეხება გრანდიოზულ პავილიონს, ის გორის უნივერსიტეტში მოეწყობა. განათლების სამინისტროს ინიციატივით, პავილიონში გორის უნივერსიტეტის გარდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კუთხე მოეწყობა.

საქართველოსა და უკრაინის დროშები გარესივრცეზე, ხოლო უკრაინის დროშა მხოლოდ შიდა სივრცეში განთავსდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები