ახალი ამბები
გორის მერის მოვალეობას მეორე მოადგილე თამაზ შიოშვილი ასრულებს
2023 წლის 19 აპრილიდან გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შვებულებაშია.

27 აპრილიდან კი შვებულებაში გავიდა პირველი მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი.

აღნიშნულ პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, დოკუმენტებზე ხელს მეორე მოადგილე თამაზ შიოშვილი აწერს ხელს.

თამაზ შიოშვილის ხელმოწერა ფიქსირდება 2023 წლის 2 მაისის ხელშეკრულებაზეც.

გორის მერიის პრეს-სამსახურში განმარტავენ, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სამსახურში 4 ან 5 რიცხვში გამოვა, რაც შეეხება პირველ მოადგილეს, ნიკა ღვინიაშვილი შვებულებიდან 3 მაისს დაბრუნდა.

ფოტოზე: თამაზ შიოშვილი
Print

სტატიის გამოყენების პირობები