ახალი ამბები
ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები სოფელ აბანოს სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ აბანოს სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.

წარმომადგენლობაში ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი შედიოდა.

,,დედამიწის დღის აღნიშვნის კონტექსტში ჩვენმა დამკვირვებლებმა წარმოადგინეს ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის და გარემოს დაცვის მხარდაჭერის შესახებ.'' - აღნიშნულია მისიის განცხადებაში.



ღონისძიებაში, რომელიც გარემოსდაცვითი განათლების სავარჯიშოებისა და თამაშების სერიას მოიცავდა, მონაწილეობა 45-მდე მოსწავლემ და თორმეტმა მასწავლებელმა მიიღო.

სავარჯიშოების დროს განხილული თემები მოიცავდა გადამუშავებას, ენერგიის დაზოგვას, პლასტიკატის გამოყენების შემცირებას და დაბინძურების პრევენციას. მონაწილეებს დაურიგდათ სინათლის ამრეკლავები, სასწავლო მასალა და მრავალჯერადი გამოყენების ჩანთები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები