ახალი ამბები
მღვდელმა პოლიცია გამოიძახა იმისათვის, რომ ჟურნალისტები ამილახვრების კოშკის ტერიტორიიდან გაეძევებინათ
მღვდელმა პოლიცია გამოიძახა იმისათვის, რომ ჟურნალისტები ამილახვრების კოშკის ტერიტორიაზე შევიდნენ.

ფაქტი გუშინ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში მოხდა. პოლიციის გამოძახების ამსახველი ფოტო კი ჟურნალისტმა გიორგი ახალკაცმა გაავრცელა.

ადგილობრივი ტელეკომპანია ,,მონიტორინგის'' გადაღები ჯგუფი ცდილობდა კოშკის გადაღებას, სადაც სასულიერო პირები კოშკის ნაკვალევზე აგურით სამლოცველოს აშენებენ.

სასულიერო პირი ჟურნალისტს უცხადებდა, რომ ტერიტორია საპატრიარქოს, კერძოდ გორის ეპარქიას ეკუთვნის.

ვარიანის შს განყოფილების პოლიციელები მოკვლევას ატარებენ იმის დასადგენად, ნამდვილად იჭრებოდნენ თუ არა ჟურნალისტები საპატრიარქოს ტერიტორიაზე. სინამდვილეში ადგილი ჰქონდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მცდელობას.

,,ქართლის ამბები'' ჯერ კიდევ 2019 წელს წერდა, რომ ე.წ. რესტავრატორებს წმინდა გიორგის ნიშის იერსახის დამახანჯებაში სდებდნენ ბრალს; რიყის ქვით ნაშენი სალოცავი მომავალში იქნება ბლოკებით ნაშენი ეკლესია.

ფოტო ადგილობრივებმა მოგვაწოდეს და აღნიშნეს, რომ უმჯობესი იქნებოდა წმ. გიორგის ნიშს პირვანდელი იერსახე შენარჩუნებოდა ქვით.

ქართულ ძეგლთა აღწერილობის მიხედვით, ოთარშენში წმ. გიორგის ნიში დგას ამილახვრიანთ კოშკის ეზოში. სავარაუდოდ. ეს ნიში ამილახვერების აშენებული იყო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები