ახალი ამბები
„საზოგადოება ბილიკს“ ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენლები ეწვივნენ
ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ (LINKS) ბენეფიციარ ახალგაზრდებს, რომელთაც პროექტი პროფესიულ გადამზადებასა და პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირებას სთავაზობს. ასევე ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებს, რომელთაც პროექტი შესაძლებლობების გაუმჯობესებაში, კარიერულ დაგეგმვასა და სამომავლო პერსპექტივების დანახვაში დაეხმარა.

ტრენინგ პროგრამის „ ინგლისურ ენაზე საუბრის უნარების განვითარება“ კურსდამთავრებულ ახალგაზრდებს გადაეცათ სერტიფიკატები. ასევე სერტიფიკატები გადაეცათ 4 ახალგაზრდა სტარტაპერს, რომელთაც პროექტის ფარგლებში გაიმარჯვეს სტარტაპების დაფინანსებისათვის გამოცხადებულ კონკურსში

პროექტის ფარგლებში ფონდის ინიციატივით, შიდა ქართლში მცხოვრები 5 ახალგაზრდა, როგორც LINKS-ის პროექტის წარმატებული მონაწილეები, ღია საზოგადოების ფონდმა დაასაჩუქრა ტექნიკით, რომლის შეძენასაც თავად ვერ ახერხებდნენ.

პროექტი „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ (LINKS) მიზნად ისახავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სამუშაო ადგილის მოძიებაში დაეხმაროს. ინგლისურისა და კომპიუტერის კურსებისა თუ მეწარმეობის უნარების გაუმჯობესებისკენ მიმართული პროგრამების წარმატებით გავლის შემდეგ, ახალგაზრდები პროფესიულად იზრდებიან, რაც რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეც აისახება.

„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ (LINKS) – პროექტი ევროკავშირის (European Union in Georgia) დაფინანსებით, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNA Georgia) და საქართველოს „ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ ხორციელდება. ოთხი სამიზნე რეგიონია: აჭარა, გურია, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები