ახალი ამბები
ხაშურის მერია მოსახლეობას სთხოვს, რომ ნუ შეეხებიან თეთრ ქვებს
,,დასანანია, რომ სკვერის გასალამაზებლად შესყიდული თეთრი ქვების რაოდენობა დღითიდღე იკლებს.'' - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა.

ხაშურის მერია მოსახლეობას სთხოვს, რომ ნუ შეეხებიან თეთრ ქვებს:

,,დაგვეთანხმებით, რომ დიმიტრი ყიფიანის სახელობის ქალაქის ცენტრალურმა სკვერმა რეაბილიტაციის შემდეგ სულ სხვა ხიბლი შეიძინა. ძალიან სასიამოვნოა, რომ არაერთი ხაშურელი თუ ჩვენი ქალაქის ვიზიტორი სტუმრობს სკვერს, ისვენებს, ხვდება მეგობრებს, ერთობა მოწესრიგებულ გარემოში. ჩვენი დიდი თხოვნა იქნება, ნუ შევეხებით თეთრ ქვებს, რომელთა ერთადერთი დანიშნულება სკვერის გალამაზებაა. ნუ დავაზიანებთ და გავანიავებთ სახელმწიფო ქონებას, რომელთა შეძენაზე თითოეული ჩვენგანის ფულია დახარჯული. სკვერი ყოველთვის თქვენს სამსახურშია, თუმცა, დიდი იმედი გვაქვს, ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აღარ გაგრძელდება.'' - წერია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები