ახალი ამბები
გორში ყაზახეთის საკონსულო გაიხსნა
გორში ყაზახეთის საკონსულო გაიხსნა. ოფისი სასტუმრო ჯორჯია გოლდში განთავსდა 

გახსნას გუბერნატორი, მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ. 

ღონისძიებაზე ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მალიკ მურზალინი და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

საპატიო კონსულის პოზიციაზე ირაკლი კაკალაძე დაინიშნა.

,,საქართველოში პარტნიორი ქვეყნის საკონსულოს გახსნა ხელს შეუწყობს ყაზახეთთან სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.საკონსულო გორში, სასტუმრო "ჯორჯია გოლდში" იფუნქციონირებს."- აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები