ახალი ამბები
გორში საქართველოს მთავრობას მეტალოპლასტმასის ფანჯრები მოპარეს
გორში, სტალინის გამზირზე, დასაწყობებული ქონება, კერძოდ მეტალოპლასტმასის ფანჯრები მოიპარეს.

ამის შესახებ პოლიციას სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა აცნობეს.

შემთხვევის ადგილზე, გორის შს სამმართველოს თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ.

დგინდება ზარალი, რომელიც მთავრობას მიადგა.

აღნიშნული ფანჯრები უნდა დამონტაჟებულიყო იმ კორპუსების ბინაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ,,განახლებული რეგიონების'' პროექტების ფარგლებში ხორციელდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები