ახალი ამბები
გორის მერიაში III და IV რანგის მოხელეებს ტრენინგები საკლასო მეთოდით ჩაუტარდებათ
გორის მერიის III და IV რანგის მოხელეებს ტრენინგები საკლასო მეთოდით ჩაუტარდებათ.

ამისათვის 16 000 ლარი დაიხარჯება. თანხას იმ ტრენერებს გადაუხდიან, რომელიც მერიაში ახალ პროგრამის დანერგვას შეუდგებიან.

,,აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს საბაზისო პროგრამას, რომელსაც გაივლიან III და IV რანგის მოხელები. პროგრამა განხორციელდება საკლასო მეცადინეობის მეთოდით, რომელიც გულისხმობს ტრენერის თანდასწრებით მეცადინეობას ლექციის, სემინარისა და სხვა ფორმატში და სწავლა კეთებით, რაც გულისხმობს პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.'' - წერია პროგრამაში.

III და IV რანგის რანგის მოხელეები გაივლიან სწავლებას შემდეგ საკითხებში: ადმინისტრაციული წარმოება, ეთიკა საჯარო სამსახურში, პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა, ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები