ახალი ამბები
გორის ხელოვნების სახლში გაიხსნა გამოფენა ,,კოტეჯები''
7 მაისს ხელოვნების სახლი / Art House -ში გაიხსნა გამოფენა "კოტეჯები", რომელიც 17 მაისამდე გაგრძელდება.

გამოფენის ავტორი ფოტოგრაფი ნიკა სომხიშვილია, რომელიც დევნილთა დასახლებების ვიზუალური კვლევის გზით ცდილობს პასუხი გასცეს ისეთ შეკითხვებს, როგორიცაა: რას ნიშნავს და როგორ გრძელდება ცხოვრება უცხო ადგილზე, მშობლიური სახლის დაკარვგისა და ომის ტრაგედიის გამოვლის შემდეგ? როგორ ახდენს ადამიანი საკუთარი საცხოვრებელი გარემოს ფორმირებას? და პირიქით, რა გავლენას ახდენს საცხოვრებელი გარემო ადამიანზე?



"2008 წელს რუსეთის შემოჭრის შემდეგ საქართველოს 130 000 მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი, 22 000 მათგანი კი დღემდე დევნილია. ომის დროს კონფლიქტის ზონაში სრულად განადგურდა ან დაიწვა 35 000-მდე სახლი, რომელშიც არაერთ თაობას მთელი თავისი ცხოვრება ჰქონდა გატარებული. საქართველოს მთავრობამ დევნილთა დროებით განსათავსებლად ცამეტ სხვადასხვა ადგილზე - ძირითადად ტრიალ და ხრიოკ მინდვრებში, ოთხი ათასამდე კოტეჯი ააშენა, სადაც ათასობით ადამიანს, სახლში დაბრუნების მოლოდინში, ახალი ცხოვრების დაწყება მოუწია. წლების მანძილზე ამ 67 კვადრატული მეტრის ზომის ვიზუალურად იდენტურმა კოტეჯებმა, საკუთარი მაცხოვრებლების წყალობით, იერ-სახე შეიცვალეს და დღეს თითოეული მათგანი განსხვავებულ ამბავს გვიყვება თავის მეპატრონეებზე - მათ წარსულსა და აწმყოზე.'' - აღნიშნულია ხელოვნების სახლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოფენა ეწყობა KOLGA TBILISI PHOTO და გორელ ფოტოგრაფთა კლუბის თანამშრომლობით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია გორის მუნიციპალიტეტის მერია,

Print

სტატიის გამოყენების პირობები