ახალი ამბები
მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი კონცერტებს იტალიაში გამართავს
მომღერალ გიორგი სუხიტაშვილის კონცერტები იტალიაში გაიმართება.

იტალიური პრესის ცნობით, ტურნე ფლორენციიდან 14 მაისს დაიწყება.

მედიის ცნობით, კონცერტების გამართვის დრო დაიგეგმა ქართველი ემიგრანტების სამუშაო საათების გათვალისწინებით.

,,სანამ ხვიჩა კვარაცხელია მთელი იტალიის ქართველების გულებს ანთებს ნაპოლისთან სკუდეტოს მოგებით, ქართულ საზოგადოებას შეეძლება დატკბეს ამ ახალგაზრდა მომღერლის ნიჭით, რომელიც ასევე წარდგება ნეაპოლში, ბარში, რომში.'' - წერს იტალიური პრესა.

კითხვაზე, თუ რატომ აირჩია იტალია, მომღერალი პასუხობს, რომ ამ ტურნეს დიდი ხანია გეგმავს. მან ასევე გამოაქვეყნა სტატისტიკა პირად გვერდზე, სადაც ჩანს, რომ ჰყავს ყველაზე მეტი გამომწერი იტალიიდან საქართველოს ფარგლებს გარეთ, ამიტომ საფუძვლიანია, რომ მან ეს ქვეყანა აირჩია.

„რეპერტუარი'' - განმარტავს ჟურნალისტი ნინა მამუკაძე-სორდინი პრესასთან საუბარში, რომელიც გიორგი სუხიტაშვილს ეხმარება გასტროლებზე - ,,ძირითადად ქართული იქნება, რადგან იტალიაში მცხოვრებ ქართველებს უფრო მეტად ქართული სიმღერები აინტერესებთ. შესაძლოა, იტალიელებიც იყვნენ''

გიორგი სუხიტაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთიდანაა, მღერის 2 წლიდან; დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. ფართო საზოგადოებამ მას 2008 წელს გაეცნო მუსიკალური პროექტში "ჯეოსტარი", რომლის გამარჯვებულიც გახდა. 2010 წლიდან არის თბილისის ბიგ ბენდის სოლისტი; მონაწილეობდა არაერთი საერთაშორისო ფესტივალზე და გამარჯვებულიც გახდა; იგი ითვლება ქართული სიმღერის ერთ-ერთ საუკეთესო მომღერლად როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები