ახალი ამბები
,,ვერ ვხედავ პრობლემას, რომ სტალინის სახელი ქვია მთავარ გამზირს'' - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
გორის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის განცხადებით, დღის წესრიგში არ დგას გორში მთავარი ქუჩისთვის სტალინის სახელის გადარქმევის საკითხი.

ამის შესახებ მან დღეს დიდების მუზეუმთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ერქმევა თუ არ ერქმევა მთავარ ქუჩას სტალინის სახელი, არც ამაში ხედავს პრობლემას გორის მერი.

,,ჩემი აზრი თუ გაინტერესებს, რაკი დღის წესრიგში არ დგას, ნათელია ყველაფერი'' - განაცხადა ხინჩეგაშვილმა.

რაც შეეხება სტალინის ძეგლის დაბრუნების მოთხოვნას, რასაც 2010 წლიდან სტალინელები ითხოვენ, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა განაცხადა, რომ არც ეს საკითხი დგას დღის წესრიგში.

დღეს 9 მაისს გორში ორი ღონისძიება გაიმართა. დიდების მემორიალთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს, ხოლო სტალინელებმა და უკვდავი პოლკის წევრებმა საბჭოთა დიქტატორის, სტალინის მუზეუმის წინ აქცია გამართეს.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 78 წელი გავიდა. გორის მუნიციპალიტეტში ომის 2 ვეტერანი ცხოვრობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები