ახალი ამბები
ცხინვალში 9 მაისის აღლუმზე მარშალ ჟუკოვის მანქანით ჩაიარეს
მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 78-ე წლისთავზე ცხინვალში აღლუმი გაიმართა.

ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მანქანებით და ველოსიპედებით მოეწყო.

ოსური სააგენტო ,,რესის'' ცნობით, მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს სამხედროებმა მარშალ ჟუკოვის მანქანით.

როგორც ცნობილია, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავი ომის ვეტერანების გარეშე ჩაიარა. ერთადერთი ვეტერანი 100 წლის ვასილ კაბულოვი ვლადიკავკაზში ცხოვრობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები