ახალი ამბები
გორში II მსოფლიო ომის მონაწილე ორი ვეტერანი ცხოვრობს
გორში II მსოფლიო ომის მონაწილე ორი ვეტერანი ცხოვრობს. ესენი არიან ლიდია ნემსაძე და ოთარ ტლაშაძე.

ლიდია ნემსაძე 103 წლისაა. სტუდენტი იყო, როცა ფრონტზე მოხალისედ წავიდა.

ახალგაზრდა გოგონა ლენინგრადის (პეტერბუგის) ბლოკადის დროს მედდა გახლდათ. ომის დამთავრებამდე არ მიუტოვებია ქალაქი და ასობით ჯარისკაცისა თუ მშვიდობიანი მოქალაქისთვის აღმოუჩენია დახმარება.

ომის დასრულების შემდეგ, ისევ თავის მშობლიურ გორს დაუბრუნდა და მრავალი წელი თავის საყვარელ საქმეს ემსახურებოდა.

ორივე ვეტერანი დღეს 9 მაისს გორის მერმა და ვეტერანთა სამსახურის წარმომადგენლებმა მოინახულეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავი მიულოცეს.

ვეტერანებისთვის მერიას 300-ლარიანი დახმარება აქვს გათვალისწინებული, ხოლო სახელმწიფოს - 1000 ლარი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები