ახალი ამბები
რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს აუქმებს
რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს აუქმებს.  პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება უკვე გამოქვეყნებულია.

დოკუმენტის მიხედვით, სავიზო რეჟიმი უქმდება 15 მაისიდან და საქართველოს მოქალაქეებს 90-დღემდე ვადით შეეძლებათ უვიზოდ ჩასვლა.

10 მაისიდან რუსეთის პრეზიდენტმა გააუქმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილებაც.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, უქმდება 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულება პირდაპირი ფრენების აკრძალვის შესახებ.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები