ახალი ამბები
შვილი დედის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბექა პირველი საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ დედის გადასარჩენად საზოგადოების მხარდაჭერა ჭირდება.

რამდენიმე დღეა ის სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვებს ავრცელებს და აცხადებს, რომ საჭიროა დროული მკურნალობა.

მისი ცნობით, 67 წლის ნელი ჯოლბორდს სამი თვის უკან დაუდგინდა შარდის ბუშტის უცნობი ქცევის ავთვისებიანი სიმსივნე და ლიმფური ჯირკვლების სიმსივნე (ლიმფომა).

,,მდგომარეობა საგანგაშოდ მძიმეა. ვერ იღებს საკვებს, რადგან ყოველ ჯერზე გულისრევა აწუხებს. ბოლო 2 თვეში დაიკლო წონაში, თითქმის 20 კილო, ვერ უტარდება ბიოფსია, რადგან ნარკოზის გაკეთება არ შეიძლება. სასწრაფოდ გვესაჭიროება დედას მდგომარეობის შეფასება თურქეთში, აჯიბადემის კლინიკაში, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.'' - აღნიშნავს ბექა პირველი.

საწყის ეტაპზე საუბარია 2000 ევროზე, რაც საჭიროა ტრანსპორტირებისთვის და კვლევებისთვის, ასევე მისთვის საჭირო საშუალებების, სპეციალიზირებული კვებისთვის.

,,ამ ეტაპზე არ გვაქვს არანაერი რესურსი მოკლე დროში ამ თანხის მოძიების.'' - აღნიშნავს ნელი ჯოლბორდის შვილი.

,,მიწევს ყველაფერზე სულ მარტო შრომა და მჭირდება ძალიან თქვენი თანადგომა. უკვე ვეღარ ვუყურებ მის წვალებას. ვისაც რა შესაძლებლობა გაქვთ, გთხოვთ დამეხმაროთ. ყველა თქვენს ხელთ არსებული ფინანსური თუ გავრცელებით. ძალიან გთხოვთ ნუ გაატარებთ გულს მიღმა ამ ყველაფერს და დამიდეგით გვერდში, რადგან სრულიად მარტო აღმოვჩნდი ამ პრობლემის წინაშე და მიჭირს გამკლავება.'' - აცხადებს ბექა პირველი.

საქართველო : GE70BG0000000162076850
თიბისი : GE65TB7923545061600036

მიმღები ბექა პირველი
Print

სტატიის გამოყენების პირობები