დღეს დილით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანთან ახალგაზრდა ხეები
მოჭრეს.
ამის ამსახველი ფოტომასალა შიდა ქართლის საინფფორმაციო ცენტრის
წარმომადგენლებმა გადაიღეს.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ
ხეები კომპანია ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ მოთხოვნის საფუძველზე
გაანადგურეს.
კომპანიის სამხრეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის
სპეციალისტი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან განმარტავს, რომ
ისედაც ამორტიზირებული ხეები მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს
აზიანებდა.
„ადილობრივმა მუნიციპალიტეტმა, სატყეო საგენტოსთან ერთად, გასცა
ნებართვა. როდესაც მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს ხეები ხელს უშლის,
ასეთ დროს, სპეციალური უბნები იქმნება. ამ ეტაპზე უკანონო არაფერი
ხდება. კომპანია კანონის ფარგლებში მოქმედებს და სპეციალური უბნის
გარეთ არ ჭრის ხეებს.“ - გვითხრეს გარემოს დაცვის სამინისტროს
ზედამხედველობის დეპარტამენტიდან.
არც მუნიციპალიტეტს, არც გარემოს დაცვის ზედამხედვლობის სამსახურს,
არც სატყეოს წარმომადგენლებს და არც კომპანია ,,ენერგო პრო ჯორჯიას“
არ წარმოუდგენია ხეების ამორტიზირებულ მდგომარეობაში ყოფნის შესახებ
მტკიცებულება.
უფრო მეტიც, ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ წერილს მუნიციპალიტეტის გამგეობა
სამი თვის განვალობაში სწავლობდა. მუნიციპალიტეტის გამგეობის
პრესსამსახურში ფიქრობენ, რომ ალბათ ხეების გადაბელვა (ზედმეტი
ტოტების ჩამოცილება) მიმდინარეობს.
ჩვენს კითხვაზე, თუ რამდენად შეუშლიდა ხელს გადაბელილი ხეები გადამცემ
ხაზებს, ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ამაზე
მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილ კომისიას ნამსჯელი ექნება.
სტატიის გამოყენების პირობები