ახალი ამბები
წელს ძიუდოს ორი მსოფლიო ჩემპიონი ყავს ხაშურიდან
ქართველი ძიუდოისტების ისტორიული წარმატება - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ოქროს მედალი არასდროს მოგვიგია - იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.

დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა ლუკა მაისურაძე, გუშინ კი, - 81 კგ წონით კატეგორიაში - ტატო გრიგალაშვილი.

ორივე ხაშურიდანაა.

ტატო გრიგალაშვილის გამარჯვებით ასევე ამაყობენ ქარელში, რადგან ის ქარელის მუნიციპალიტეტში გადიოდა წვრთნებს, თუმცა დაბადებულია ხაშურში. ტატო გრიგალაშვილს ქარელის საპატიო მოქალაქის ტიტული აქვს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები